ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Sunday, March 3, 2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები

108 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის მიერ განხორციელდა  კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრის თემები იყო:

1.      საგანმანათლებლო სოციალური ქსელი Edmodo” - ს შესაძლებლობები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.
2.      Hangout - აპლიკაციის, როგორც სხვადასხვა მიზნობრივი კომუნიკაციისა და ვიდეო-კონფერენციის საშუალება.
3.      ვიდეო-რესურსების შექმნისათვის  Move Live Maker-ის ინსტრუმენტის გაცნობა და სასწავლო პროცესში გამოყენება.  დანართი 1

                              შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება:
·         ისტ- ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
·         ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზება და კომპიუტერთან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
·         საგანმანათლებლო-სოციალური ქსელის Edmodo” - ს შესწავლა და მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაძლებლობების გარკვევა, საგნებთან ინტეგრირება.
·         მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან კოლეგებთან მშობლებთან კომუნიკაციის ხარისხის შესაძლებლობა.
·         Edmodo” - ს როგორც ვირტუალური ოთახის შესაძლებლობების ინტეგრირება სწავლა-სწავლების შეფასების განხორციელებაში.
·         მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის ხელშეწყობისათვის Hangout - აპლიკაციის შესწავლა

·         ციფრული და მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისათვის Move Live Maker-ის ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო-გაკვეთილის მომზადება
















































No comments:

Post a Comment