ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

სკოლის მისია და ხედვა

 

სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის მისიაა პოზიტიური, უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცის შექმნით, მოსწავლეებს შესთავაზოს ხარისხიანი განათლება და განუვითაროს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, რაც დაეხმარება მათ თვითრეალიზებას მუდმივ ცვალებად სამყაროში.
ხედვა
2030 წლისთვის სკოლა გახდება მოთხოვნადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეს მისცემს ხარისხიან განათლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებით; ორიენტირებული იქნება უცხო ენებისა და ისტ ტექნოლოგიების გაძლიერებულ სწავლებაზე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ჩვენი შევძლებთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც ექნებათ საკუთარი და ქვეყნის მომავლის განვითარების პოზიტიური ხედვა, წვლილს შეიტანენ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ინტეგრაციაში.

No comments:

Post a Comment