ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Friday, April 14, 2017

     6 აპრილს, 108-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი, რომელიც განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოხედვამ’’ და gwp-ს ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. სკოლის 35 მოსწავლიდან მათ კონკურსის საშუალებით შეარჩიეს 15 მოსწავლე, რომლებიც ჩვენი სკოლის სახელით მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ ტურში და შეეჯიბრებიან ვარკეთილის რაიონის სხვადასხვა სკოლებს.



2017 წლის 22 მარტს, წყლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაიწყო ახალი პროექტიდაზოგე წყალი“. პროექტის ორგანიზატორები არიან კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდა არასამთავრობო ორგანიზაციაეკოხედვა/EcoVision.” პროექტის მიზანია წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და ახალგაზრდების დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
 წყლის მსოფლიო დღეს ახალი პროექტი: „დაზოგე წყალიდაიწყო
 დაზოგეწყალი - უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციაეკოხედვასთანერთად განხორციელდებააღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, gwp ოლიმპიადის ფარგლებში  ერთმანეთს  წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან, ასევე წყლის დაზოგვის საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი ეკობანაკისეკოხედვა 2017“ საგზურით დაჯილდოვდება.)

No comments:

Post a Comment