უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი სხვა საგანში კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე რეგისტრაციის თანხას გადაიხდის. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
აღნიშნული საკითხით არაერთი მოქმედი მასწავლებელი დაინტერესდა.
“თუ სერტიფიცირებული ხარ და სხვა საგნის ჩაბარება გინდა, რეგისტრაციის დროს 50 ლარი უნდა გადაიხადო, გამოდის ტყუილი ყოფილა, რომ მოქმედი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია უფასოა და მსურველებისთვის ფასიანი, როგორც ეს გამოაცხადეს. რეგისტრაციის დასრულების საშუალებას პროგრამა არ მაძლევს და მთხოვს გადავიხადო საფასური. გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლობა ჯობია ყველაფერს”, – აცხადებენ პედაგოგები.
როგორ დავრეგისტრირდეთ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის
20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge
2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა.
მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
No comments:
Post a Comment