
108 -ე საჯარო სკოლის 50 წლის იუბილე
50 წლის იუბილეს
ვულოცავთ ყველას, ვინც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებით დაუკავშირდა 108-ე საჯარო
სკოლას და მასთან ერთად გაიზიარა ყველა სიხარული, გულისტკივილი, იმედი თუ დროებითი
უიმედობა.
50 წელი გავიდა
მას შემდეგ, რაც პირველად ჩამოკრა ზარმა ამ კედლებში და მოსწავლე მერხთან იხმო...
მას შემდეგ შეუწყვეტლივ
რეკავს ზარი და უამრავი თაობისთვის მშობლიურ სახლად ქცეული სკოლა მოგონებებსაც უხმობს,
თავის კედლებში ინახავს დღეს ცხოვრების დიდ გზაზე გასული გოგო-ბიჭების ჟრიამულს, მათ
ოცნებებს, მათ ტკბილ ბავშვობას.
დღეს ყველგან,
კაბინეტებში, დერეფნებში, სკოლის ეზოში იუბილეს ვზეიმობთ, ჩვენი შემოდგომის ასაკში შესული სკოლის დაბადების დღეს და ყველა განცდა, ყველა ემოცია, ყველა სიტყვა-ერთიანდება
ერთ გულწრფელ ფრაზაში.
მიყვარხარ ჩემო
მშობლიურო სკოლავ.
დღეს ჩვენი სკოლა
50 წლის შემდეგაც უფრო განვითარებული, უფრო ენერგიული, უფრო მეტად ორიენტირებული, აღზარდოს
ახალ გამოწვევებთან თამამად მდგარი მსოფლიო მოქალაქე, კვლავ განაგრძობს კეთილშობილურ
საქმეს.
-
ჩვენ ისევ ვსწავლობთ!
-
ჩვენ ისევ ვცელქობთ!
-
ჩვენ ისევ ისე ვეზიდებით თითო აგურს მომავლის ასაგებად.
-
გავა დრო.
-
გაივლის კიდევ ალბათ ბევრი ნახევარი საუკუნე! ჩვენი
სკოლა ახალი თაობებით გააგრძელებს ცოდნის ტაძრის უმთავრეს ფუნქციას - აღზარდოს ნამდვილი,
ღირსეული ადამიანი!
მრავალჟამიერ
ასმერველებო!

No comments:
Post a Comment