ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Saturday, December 31, 2016

გილოცავთ ახალ 2017 წელს. გისურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.


Thursday, December 29, 2016


108 -ე საჯარო სკოლის 50 წლის იუბილე


50 წლის იუბილეს ვულოცავთ ყველას, ვინც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებით დაუკავშირდა 108-ე საჯარო სკოლას და მასთან ერთად გაიზიარა ყველა სიხარული, გულისტკივილი, იმედი თუ დროებითი უიმედობა.
50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩამოკრა ზარმა ამ კედლებში და მოსწავლე მერხთან იხმო...
მას შემდეგ შეუწყვეტლივ რეკავს ზარი და უამრავი თაობისთვის მშობლიურ სახლად ქცეული სკოლა მოგონებებსაც უხმობს, თავის კედლებში ინახავს დღეს ცხოვრების დიდ გზაზე გასული გოგო-ბიჭების ჟრიამულს, მათ ოცნებებს, მათ ტკბილ ბავშვობას.
დღეს ყველგან, კაბინეტებში, დერეფნებში, სკოლის ეზოში იუბილეს ვზეიმობთ,  ჩვენი შემოდგომის ასაკში შესული   სკოლის დაბადების დღეს  და ყველა განცდა, ყველა ემოცია, ყველა სიტყვა-ერთიანდება ერთ გულწრფელ ფრაზაში.
მიყვარხარ ჩემო მშობლიურო სკოლავ.
დღეს ჩვენი სკოლა 50 წლის შემდეგაც უფრო განვითარებული, უფრო ენერგიული, უფრო მეტად ორიენტირებული, აღზარდოს ახალ გამოწვევებთან თამამად მდგარი მსოფლიო მოქალაქე, კვლავ განაგრძობს კეთილშობილურ საქმეს.
-         ჩვენ ისევ ვსწავლობთ!
-         ჩვენ ისევ ვცელქობთ!
-         ჩვენ ისევ ისე ვეზიდებით თითო აგურს მომავლის ასაგებად.
-         გავა დრო.
-         გაივლის კიდევ ალბათ ბევრი ნახევარი საუკუნე! ჩვენი სკოლა ახალი თაობებით გააგრძელებს ცოდნის ტაძრის უმთავრეს ფუნქციას - აღზარდოს ნამდვილი, ღირსეული  ადამიანი!

მრავალჟამიერ ასმერველებო!


Thursday, December 22, 2016

პროექტის -  ,,პირველყოფილიდან კომპიუტერის ერამდე" პრეზენტაცია:

დღეს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დიდი როლი, თუმცა უმრავლესობას შეიძლება არასწორად ესმოდეს მათი გამოყენების არეალი და გახდეს ,,დამოკიდებული.“  მნიშვნელოვანია მომავალმა  თაობამ გაანალიზოს  კომპიუტერის საჭიროებები  მათ ცხოვრებაში, ასევე კარგად ესმოდეს წიგნის დანიშნულება და იცოდეს მათ შორის ოქროს შუალედის დაცვა.



 ფოტო - ვიდეო- მასალა



 

Saturday, December 10, 2016

108-ე სკოლის მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ ,,პრანგლიმენე"-ს ონლაინ შეჯიბრში.
პრანგლიმინე არის ონლაინშეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც ტარდება მიკსიკეს საგანმანათლებლო პლატფორმაზე. შეჯიბრების დასახელება - „პრანგლიმინე“ წარმოდგება ესტონეთის პატარა კუნძულ პრანგლის სახელიდან.
მიკსიკე აქტიურად მუშაობდა ესტონეთის სკოლებში ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში შეჯიბრების განსავითარებლად. დღეს კი ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება იმართება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიასა და უკრაინას შორის. წელს კი საქართველოს სკოლებიც უერთდებიან ამ შეჯიბრებას.
შეჯიბრება პრაგლიმინე არ არის რთული და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. ის ტარდება საინტერესო ფორმით. შეჯიბრებაში სიამოვნებით მონაწილეობენ მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. პირობა: საჭიროა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერები, ვინაიდან შეჯიბრებაში მონაწილეობა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.









Tuesday, December 6, 2016

108-ე საჯარო სკოლის დირექცია  (დირექტორი მაია მღვდელაძე) აჯილდოვებს კონკურსში "ვეფხისტყაოსანი 850 წლისაა" ილუსტრაციების შექმნისა და "ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის" ინტერვიუ/რეპორტაჟის შექმნისათვის გამარჯვებულ მოსწავლეებს. კიდევ მრავალი წარმატება ჩვენო მოსწავლეებო! გილოცავთ! მშობლებო და მასწავლებლებო!



ღია გაკვეთილი: პედაგოგი ნინო უბირია


Saturday, December 3, 2016

                                                    108-ე  საჯარო სკოლის მე - 4 ბ კლასის მოსწავლეს                                                გიორგი ხაჩატუროვს ვულოცავთ ჭადრაკში 
                                                                                                        პირველ ადგილს.