ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Saturday, December 31, 2016

გილოცავთ ახალ 2017 წელს. გისურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.


Thursday, December 29, 2016


108 -ე საჯარო სკოლის 50 წლის იუბილე


50 წლის იუბილეს ვულოცავთ ყველას, ვინც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებით დაუკავშირდა 108-ე საჯარო სკოლას და მასთან ერთად გაიზიარა ყველა სიხარული, გულისტკივილი, იმედი თუ დროებითი უიმედობა.
50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩამოკრა ზარმა ამ კედლებში და მოსწავლე მერხთან იხმო...
მას შემდეგ შეუწყვეტლივ რეკავს ზარი და უამრავი თაობისთვის მშობლიურ სახლად ქცეული სკოლა მოგონებებსაც უხმობს, თავის კედლებში ინახავს დღეს ცხოვრების დიდ გზაზე გასული გოგო-ბიჭების ჟრიამულს, მათ ოცნებებს, მათ ტკბილ ბავშვობას.
დღეს ყველგან, კაბინეტებში, დერეფნებში, სკოლის ეზოში იუბილეს ვზეიმობთ,  ჩვენი შემოდგომის ასაკში შესული   სკოლის დაბადების დღეს  და ყველა განცდა, ყველა ემოცია, ყველა სიტყვა-ერთიანდება ერთ გულწრფელ ფრაზაში.
მიყვარხარ ჩემო მშობლიურო სკოლავ.
დღეს ჩვენი სკოლა 50 წლის შემდეგაც უფრო განვითარებული, უფრო ენერგიული, უფრო მეტად ორიენტირებული, აღზარდოს ახალ გამოწვევებთან თამამად მდგარი მსოფლიო მოქალაქე, კვლავ განაგრძობს კეთილშობილურ საქმეს.
-         ჩვენ ისევ ვსწავლობთ!
-         ჩვენ ისევ ვცელქობთ!
-         ჩვენ ისევ ისე ვეზიდებით თითო აგურს მომავლის ასაგებად.
-         გავა დრო.
-         გაივლის კიდევ ალბათ ბევრი ნახევარი საუკუნე! ჩვენი სკოლა ახალი თაობებით გააგრძელებს ცოდნის ტაძრის უმთავრეს ფუნქციას - აღზარდოს ნამდვილი, ღირსეული  ადამიანი!

მრავალჟამიერ ასმერველებო!


Thursday, December 22, 2016

პროექტის -  ,,პირველყოფილიდან კომპიუტერის ერამდე" პრეზენტაცია:

დღეს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების დიდი როლი, თუმცა უმრავლესობას შეიძლება არასწორად ესმოდეს მათი გამოყენების არეალი და გახდეს ,,დამოკიდებული.“  მნიშვნელოვანია მომავალმა  თაობამ გაანალიზოს  კომპიუტერის საჭიროებები  მათ ცხოვრებაში, ასევე კარგად ესმოდეს წიგნის დანიშნულება და იცოდეს მათ შორის ოქროს შუალედის დაცვა.



 ფოტო - ვიდეო- მასალა



 

Saturday, December 10, 2016

108-ე სკოლის მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთვნენ ,,პრანგლიმენე"-ს ონლაინ შეჯიბრში.
პრანგლიმინე არის ონლაინშეჯიბრება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში, რომელიც ტარდება მიკსიკეს საგანმანათლებლო პლატფორმაზე. შეჯიბრების დასახელება - „პრანგლიმინე“ წარმოდგება ესტონეთის პატარა კუნძულ პრანგლის სახელიდან.
მიკსიკე აქტიურად მუშაობდა ესტონეთის სკოლებში ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში შეჯიბრების განსავითარებლად. დღეს კი ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრება იმართება ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიასა და უკრაინას შორის. წელს კი საქართველოს სკოლებიც უერთდებიან ამ შეჯიბრებას.
შეჯიბრება პრაგლიმინე არ არის რთული და მისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის. ის ტარდება საინტერესო ფორმით. შეჯიბრებაში სიამოვნებით მონაწილეობენ მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. პირობა: საჭიროა ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერები, ვინაიდან შეჯიბრებაში მონაწილეობა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.









Tuesday, December 6, 2016

108-ე საჯარო სკოლის დირექცია  (დირექტორი მაია მღვდელაძე) აჯილდოვებს კონკურსში "ვეფხისტყაოსანი 850 წლისაა" ილუსტრაციების შექმნისა და "ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის" ინტერვიუ/რეპორტაჟის შექმნისათვის გამარჯვებულ მოსწავლეებს. კიდევ მრავალი წარმატება ჩვენო მოსწავლეებო! გილოცავთ! მშობლებო და მასწავლებლებო!



ღია გაკვეთილი: პედაგოგი ნინო უბირია


Saturday, December 3, 2016

                                                    108-ე  საჯარო სკოლის მე - 4 ბ კლასის მოსწავლეს                                                გიორგი ხაჩატუროვს ვულოცავთ ჭადრაკში 
                                                                                                        პირველ ადგილს.




Saturday, November 19, 2016

108- ე საჯარო სკოლა. 2 ე კლასი. (პედაგოგი ლელა მირზაშვილი)
პროექტი "შემოდგომა"  - დასკვნითი ნაწილი.


ფოტო-მასალა

Thursday, November 17, 2016

108 საჯარო სკოლა.  ბუნების ზეიმი." ხილი და ბოსტნეული"1 კლასი. პედაგოგი ხათუნა გორაშვილი.








Tuesday, November 15, 2016

ვიდეო-რგოლი -„ჯანსაღი ცხოვრების წესი"

ინტერვიუ - „ჯანსაღი ცხოვრების წესი"


Students from Tbilisi School 108 studied hard for their school's local round and the competition was fierce. Good job everyone and thank you everyone at Tbilisi School 108 for participating in this year's competition.

ნაციონალური ინგლისური მართლწერის შეჯიბრი არის კონკურსი მოსწავლეებისთვის სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი ინგლისურის ცოდნის დემონსტრაცია, გაიმდიდრონ საკუთარი ლექსიკონი და მართლწერა პრაქტიკის შედეგად და შეხვდნენ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
NESC-GE შედგება 3 რაუნდისგან: ადგილობრივი რაუნდი: საქართველოს ადგილობრივ სკოლებში რეგიონული რაუნდი: რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში ეროვნული რაუნდი:თბილისი
ფინალი გადაიცემა ტელევიზიით
მონაწილეობა მიიღეს 8-9,10-11 კლასის მოსწავლეებმა.
გამოვლინდება 4 გამარჯვებული. 2 მოსწავლე 8-9 კლასებიდან, 2 მოსწავლე 10-11 კლასებიდან.
ეს ყველაფერი რაც მოგწერე გლოგისთვის გამოგადგება.


Monday, November 14, 2016

,,ვეფხისტყაოსანი" 850 წლისაა. 
108-ე საჯარო სკოლაში ,,ვეფხისტყაოსანის" ილუსტრაციების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნახატები.







108– ე საჯარო სკოლა. გაკვეთილები - კლასებში ,,ჩვენ და ვეფხისტყაოსანი".



ფოტო-მასალა

Friday, November 11, 2016

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს, 108-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ისტ-ის გაკვეთილზე პრეზენტაციები მიუძღვნეს. შემდეგ კი  Edmodo-ს საშუალებით ერთმანეთის ნამუშევრები გააზიარეს და შეაფასეს.




8.11.2016 წელს, 108 საჯარო სკოლის 8გ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სვიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს რომლის მიზანი იყო თვალსაწიერის გაფართოება, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული საგანძურის დათვალიერება




ფოტო -მასალა











                                       


Tuesday, November 8, 2016

108 -  საჯარო სკოლაში მომზადდა და  მოეწყო  რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან                      დაკავშირებით  "ვეფხისტყაოსaნი" - ილუსტრაციების კონკურსი.







Wednesday, November 2, 2016

ისტ-ის გაკვეთილი და დემოკრატიული კულტურის აქტივობა (5-6 კლასები)

დემოკრატიული კულტურის პრინციპები მთავარი საყრდენია განათლებაში.
ფოტო-ვიდეო-მასალა






108-ე  საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით ჩატარდა და მოეწყო ღონისძიება ,,შემოდგომის ოქროსფერი ზღაპარი“



Sunday, October 30, 2016


108– საჯარო სკოლის მე–3 კლასში მშობელთა და მასწავლებელთა ჩართულობით ჩატარდა გაკვეთილიღონისძიება "შემოდგომის დოვლათი". პედაგოგი მაია თაბუაშვილი.

Thursday, October 27, 2016

108-ე  საჯარო სკოლაში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 176-ე და „დედაენის“ 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული „მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.  


   წარმოგიდგენთ  კონკურსში „მოვეფეროთ იაკობის დედა ენას“ მონაწილე-გამარჯვებულ მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა მიერ შექმნილ ილუსტრირებულ ალბომებს და ხელისგულისოდენა წიგნს.
„დედა ენა“ - გიორგი ზაკალაშვილი(მშობელი) თეონა გოგრიჭიანი
 „დედა ენა“ – (1912წლის ) გიორგი ლექუნიძე (დედის დახმარებით)
„აი ია“ –  ლელა ჭუმბურიძე (მშობელი)
 „ქართული ანბანი - 1895-“  პედაგოგი მერი მესხიშვილი
 „დედა ენა“ - საბა კაკალაშვილი
 „ყვავი და ყოჩაღი მურიკელა“ - ლიზი უსენაშვილი
„უსუნო ყვავილი“ - ლიზი უსენაშვილი
„უსუნო ყვავილი“ - მარიამ ადუაშვილი
 „დედა ენა“ - ნათია გვარამაძე (მშობელი)
 „უსუნო ყვავილი“ - გიორგი ჯანაშვილი, ხ.ბეგიაშვილი.
„დედა ენა“ აკვანში.–გიორგი ზაკალაშვილი
 „აი ია“- ნატალი კარაპეტიანი
„აი ია“ - თეკლა გადრანი

 „თაგვები და კატა“ - ლიკა ირემაშვილი (მშობელი-მარიამ მახვილაძე)



108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,მხიარულ სტარტებში"



ფოტო მასალა

ვიდეო-მასალა

Saturday, October 22, 2016




ფოტო-მასალა


პირველკლასელთა ლამაზი და დაუვიწყარი დღეები 108– საჯარო სკოლაში. "გზად იავარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო"....  (მასწავლებლები: ხათუნა გორაშვილი, ნანა ჯოხაძე, ეკატერინე ბითაძე, იზოლდა ბარამია, თამარ ჭითავა, ნინო ნათიძე. ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია მღვდელაძე და სხვადასხვა კლასების პედაგოგები).