ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Sunday, October 1, 2023

21 სექტემბერს სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები.

 21 სექტემბერს სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები.

შემდგომ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს.
სკოლის დირექცია
Isani-Samgori District Educational Resource Center

Friday, September 11, 2020

ჩვენ ვსწავლობთ scratch-ს





Scratch ის ინტერფეისი და რეგისტრაცია 1 სპრაიტის ამოძრავება სპრაიტის მოძრაობა ოთხკუთხედ ტრაექტორიაზე 4 ერთი ფონის შეცვლა მეორე ფონით ჩვენი ლაბირინთი სკრეჩში

ჩვენ ციფრული მოქალაქეები ვართ

თბილისის 108 საჯარო სკოლაში, ფუნქციონირებს ერთ-ერთი კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" მისი ხელმძღვანელის, წამყვანი ისტ პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის თაოსნობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით შეიქმნა სკოლის სტუდია-ტელევიზია ციფროTV-108. ტელევიზიის საშუალებით გაშუქდება როგორც სკოლის მიღწევები და ამოცანები ასევე ,,ციფრული მოქალაქეების"(სკოლის მოსწავლეების) მიერ მომზადებული საინტერესო სიუჟეტები და პროექტები. პანდემიის დაწყებამდე ჩვენ შევძელით და მოვასწარით პირველი გამოშვების ჩაწერა, შემდეგ კი პანდემიამ მოგვისწრო. თუმცა 2020 წლის სექტემბრიდან ჩვენი ტელევიზია განაახლებს გადაცემების ჩაწერას და იმედი გვაქვს დაიმსახურებს მაყურებლის რეიტინგს რისი დიდი იმედიც პირველმა ჩაწერამ უკვე მოგვცა. პერიოდულად შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების -ჩვენი არხის ლინკებს. https://youtu.be/Y2rhIEj8ybQ ეს კი ჩვენი ,,ციფრული მოქალაქის' ბლოგია http://digitalcitizen108.blogspot.com

Wednesday, October 16, 2019

კოლეგებთან თანამშრომლობა



27.09.2019  /  30.09.2019  /  1.10.2019  /3.10.2019 გაიმართა
თანამშრომლობითი შეხვედრა

კოლეგებთან შეხვედრის ორგანიზატორი: ქ. თბილისის 108 საჯარო სკოლის ისტ პედაგოგი: ირინე მარკოზაშვილი

        ისტ პედაგოგი: ირინე მარკოზაშვილი

4 სამუშაო  შეხვედრა: „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“  ძირითადი მიმართულებების გაცნობა

თემები:
1.    ,,ციფრული მოქალაქეობის შესახებ“  ძირითადი მიმართულებების გაცნობა
2.       მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, ონლაინუსაფრთხოება
3.    კიბერბულინგი და მისი რეფერირების გზები.  კიბერცნობიერება და მისი ტერმინოლოგია
4.    უსაფრთხოების ფილტრების გამოყენება ციფრული რესურსებისათვის

შეხვედრის მიზანი:

       პედაგოგების მიერ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვა     სასწავლო პროცესში


8.10.2019/10.10.2019/15.10.2019 -ში გაიმართა  თანამშრომლობითი შეხვედრა 
108 საჯარო სკოლაში.
კოლეგებთან შეხვედრის ორგანიზატორი: . თბილისის 108 საჯარო სკოლის ისტ პედაგოგი: ირინე მარკოზაშვილი

ისტ პედაგოგი: ირინე მარკოზაშვილი
სამი სამუშაო შეხვედრა
 სამუშაო  გაეროს ბავშვთა ფონდის შემაჯამებელი ანგარიშშიბავშვები ციფრულ სამყაროშიციფრული ბარიერების  გაანალიზება და დაკავშირება ქართულ რეალობასთან.
თემები:
  ძირითადი გზავნილები,
 ციფრული ბარიერები,
ციფრული ბავშვობა-ონლაინცხოვრება,
 ციფრული საფრთხეები,
ციფრული პრიორიტეტები

 -




Sunday, March 3, 2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები

108 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის მიერ განხორციელდა  კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრის თემები იყო:

1.      საგანმანათლებლო სოციალური ქსელი Edmodo” - ს შესაძლებლობები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.
2.      Hangout - აპლიკაციის, როგორც სხვადასხვა მიზნობრივი კომუნიკაციისა და ვიდეო-კონფერენციის საშუალება.
3.      ვიდეო-რესურსების შექმნისათვის  Move Live Maker-ის ინსტრუმენტის გაცნობა და სასწავლო პროცესში გამოყენება.  დანართი 1

                              შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება:
·         ისტ- ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
·         ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზება და კომპიუტერთან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
·         საგანმანათლებლო-სოციალური ქსელის Edmodo” - ს შესწავლა და მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაძლებლობების გარკვევა, საგნებთან ინტეგრირება.
·         მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან კოლეგებთან მშობლებთან კომუნიკაციის ხარისხის შესაძლებლობა.
·         Edmodo” - ს როგორც ვირტუალური ოთახის შესაძლებლობების ინტეგრირება სწავლა-სწავლების შეფასების განხორციელებაში.
·         მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის ხელშეწყობისათვის Hangout - აპლიკაციის შესწავლა

·         ციფრული და მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისათვის Move Live Maker-ის ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო-გაკვეთილის მომზადება