ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი

Wednesday, April 18, 2018

თეატრის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა აქტივობა ,,ბედნიერების წუთები", რომლის დროსაც უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს მიაწოდეს ინფორმაცია თეატრის შესახებ, ხოლო უმცროსკლასელებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს.



სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა-ს ფოტო.

Wednesday, April 11, 2018

სკოლაში ტარდება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი ,,დედამიწა ჩვენი სახლია". პროექტის ორგანიზატორია სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა. დღის წესრიგი: 16.04- სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ პრეზენტაციები მე-4 კლასებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. 17.04 - 1.პლაკატებისა და სლოგანების კონკურსი; 2. "მდგრადი განვითარება განათლებით იწყება" - ფილმის ჩვენება,დისკუსია,ესეების კონკურსი (ხელმ:ქეთევან ტურიაშვილი); 18.04 - 1.ფლაერების დარიგება თემში; 2.სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება; 19.04 - მინი - სპექტაკლი სამოქალაქო კლუბის მაინდერების წევრთა მონაწილეობით. 20.04 - 1.დასკვნითი ღონისძიება ,,დედამიწა ჩვენი სახლია" - ლიტერატურული კომპოზიცია მე-5ა კლასის მონაწილეობით (ხელმ: ასმათ ვასაძე). 2. სკოლის ეზო-გარემოს გამწვანება, სადაც მონაწილეობს ყველა კლასი.



კოდინგი


კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები დღესდღეობით
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში. პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარი
იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ICT სექტორში მუშაობა, არამედ იმისათვის, რომ
მოსწავლემ განივითაროს ლოგიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარები.
ჩვენს სკოლაში  ჩამოყალიბდა პროგრამირების წრე ,,კოდინგი" რომელიც პროგრამირების სწავლების პილოტირების ქვაკუთხედია ჩვენს სკოლაში.

,,კოდინგის" გასაცნობად დააჭირეთ ლინკს


Friday, February 23, 2018


108 საჯარო სკოლის ისტ-პედაგოგის ირინა მარკოზაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დისკუსიები  5-6 კლასების მოსწავლეებთან და კლუბ ,,ციფრული მოქალაქე"-სთან ერთად  ბულინგთან დაკავშირებით. 










Thursday, February 15, 2018

108 საჯარო სკოლის კლუბის 
,,ციფრული მოქალაქის'
 ინტელექტუალური  თამაში

,,იღბლიანი ბორბალი" .

დააჭირეთ ლინკს












,,მხიარული სტარტები" დასრულდა, გამარჯვებულიც გამოვლინდა.წარმატებები

13 თებერვალს სტარტი აიღო სპორტულმა შეჯიბრმა V-VI კლასებში. სპორტული შეკიბრი ,,მხიარული სტარტები" ჩატარდება 13-15თებერვალს ოლიმპიური პრინციპით.😊გისურვებთ წარმატებას!           დააჭირეთ ლინკს







Sunday, February 4, 2018

შეხვედრების ციკლის ,,მოვუსმინოთ მოსწავლეებსფარგლებში ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია შალიკაშვილი შეხვდა სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს.შეხვედრაინტერაქტიული იყომოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგის შესახებ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზედააჭირეთ ლინკს



Wednesday, January 3, 2018


კლუბი '"ციფრული მოქალაქე"
სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები 21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. 
ჩვენს სკოლაში შექმნილი კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" რომელიც სწორედ ინოვაციურ აპლიკაციებს სწავლობს და  ხალისით იყენებს სასწავლო პროცესში.

ინფორმაციები კლუბის შესახებ შეიძლება იხილოთ     ბლოგზე