
ჩვენი ფეისბუქ-გვერდის მისამართი
▼
Wednesday, April 18, 2018
დედაენის დღე 108 საჯარო სკოლაში

108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და კლუბის წევრებს არც 9 აპრილი გამორჩენიათ, პირიქით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოეკიდნენ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. დაამზადეს პლაკატები, მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-5 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლებმა დასვეს კიხვები და დააზუსტეს ბუნდოვანი საკითხები. უკეთ გაიაზრეს, თუ რატომ არის 9 აპრილი ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი თარიღი.
Wednesday, April 11, 2018
სკოლაში ტარდება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი ,,დედამიწა ჩვენი სახლია". პროექტის ორგანიზატორია სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა.
დღის წესრიგი:
16.04- სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ პრეზენტაციები მე-4 კლასებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.
17.04 - 1.პლაკატებისა და სლოგანების კონკურსი;
2. "მდგრადი განვითარება განათლებით იწყება" - ფილმის ჩვენება,დისკუსია,ესეების კონკურსი (ხელმ:ქეთევან ტურიაშვილი);
18.04 - 1.ფლაერების დარიგება თემში; 2.სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
19.04 - მინი - სპექტაკლი სამოქალაქო კლუბის მაინდერების წევრთა მონაწილეობით.
20.04 - 1.დასკვნითი ღონისძიება ,,დედამიწა ჩვენი სახლია" - ლიტერატურული კომპოზიცია მე-5ა კლასის მონაწილეობით (ხელმ: ასმათ ვასაძე).
2. სკოლის ეზო-გარემოს გამწვანება, სადაც მონაწილეობს ყველა კლასი.
კოდინგი
კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები დღესდღეობით
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში. პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარი
იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ICT სექტორში მუშაობა, არამედ იმისათვის, რომ
მოსწავლემ განივითაროს ლოგიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარები.
ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბდა პროგრამირების წრე ,,კოდინგი" რომელიც პროგრამირების სწავლების პილოტირების ქვაკუთხედია ჩვენს სკოლაში.
,,კოდინგის" გასაცნობად დააჭირეთ ლინკს
































